“ჰონორარი 4999 ლარია, აუფ, ეს რა მომხდარა” – ხათუნა ჟორდანიას პასუხი სააკაშვილს

არ მინდა ხოლმე, ვინმეს პასუხი გავცე, როდესაც ჩემს შვილს დაუმსახურებლად ლანძღავენ, (თან ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულზე) მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა, უკვე მერამდენედ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მოიცალა და სტატუსი მიუძღვნა ნინის😂😂😂😂😂
მიშა, მაშინ შენს ხალხს არ უჭირდა, ??????? როცა შენ, ბიუჯეტიდან მილიარდებს ხარჯავდი შენს გართობაში??? თუ დაგავიწყდა-გა­გახსენებ იმ ვარ­სკვლა­ვე­ბის სა­ხე­ლე­ბს, რომ­ლე­ბიც გა­სულ წლებ­ში, შენი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სტუმ­რობ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი უცხო­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი, ვისი კონ­ცერ­ტიც გა­მარ­თა, უკ­რა­ი­ნე­ლი რუს­ლა­ნა იყო – 2005 წლის 26 მა­ისს. “ევ­რო­ვი­ზი­ის” გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ჰო­ნო­რა­რის სა­ხით 123 000 ლარი მი­ი­ღო.

2007 წელს, კო­ლუმ­ბი­ელ სუ­პერ­ვარ­სკვლავ შა­კი­რას, რი­ყე­ზე გა­მარ­თუ­ლი კონ­ცერ­ტის­თვის სა­ხელმწიფომ მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი დო­ლა­რი გა­და­უ­ხა­და.

2007 წლის ივ­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, აჭა­რის სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა­ში სტუმ­რო­ბი­სას, ფაბ­რი­კის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ქა­ლის თხოვ­ნა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და ბა­თუმ­ში იტა­ლი­ე­ლი მომ­ღე­რა­ლი ტოტო კუ­ტუ­ნიო ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რაც ბა­თუ­მის ბი­უ­ჯეტს 166 970 ლარი და­უჯ­და. უფრო ადრე კი, იმა­ვე წლის 26 მა­ისს ტოტო კუ­ტუ­ნი­ოს კონ­ცერ­ტი თბი­ლის­შიც გა­ი­მარ­თა.

2010 წელს, ბა­თუმ­ში კრის დე ბურ­გის კონ­ცერ­ტი და მისი პირ­და­პი­რი ტე­ლეტ­რანსლა­ცია 1 683 000 დაჯ­და. პლა­სი­დო დო­მინ­გოს გალა-კონ­ცერ­ტში კი სა­ხელ­მწი­ფომ 737 500 გა­და­ი­ხა­და. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, ბა­თუმ­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ან­დრეა ბო­ჩე­ლის კონ­ცერ­ტია – 2010 წლის ახა­ლი წლის ღა­მეს, ზღვის­პი­რა ქა­ლაქ­ში ჩა­ტა­რე­ბულ კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის კონ­ცერ­ტში ბი­უ­ჯე­ტი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ორი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი და­ი­ხარ­ჯა.

2011 წლის 31 დე­კემ­ბერს ხუ­ლიო იგ­ლე­სი­ა­სის კონ­ცერ­ტი ბა­თუ­მის მე­რი­ას 300 ათა­სი დო­ლა­რი და­უჯ­და.

მარ­თა­ლია, მომ­ღერ­ლე­ბის რი­ცხვში არ შე­დის, თუმ­ცა “ვარ­სკვლა­ვურ ხარ­ჯებ­ში” აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღი­ნიშ­ნოს ჰო­ლი­ვუ­დის სექს-სიმ­ბო­ლოს შე­რონ სტო­უ­ნის თბი­ლი­სუ­რი ვო­ი­ა­ჟიც. 2011 წელს, ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე მისი ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის ჯი­ბეს და­ახ­ლო­ე­ბით, ხუთი მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი დაუჯდა.

კიდევ ბევრ, შენს მიერ გაფლანგულ მილიონებს მოვიძიებდი ინტერნეტში, მაგრამ მეზარება

ნწ, ნწ, ნწ🤷‍♀️🤷‍♀️🤷‍♀️თურმე კახეთში, დაიგეგმა ნინის და ქუჩის ბიჭების კონცერტი. და ისე ცნობისთვის მეორე წელია ტარდება და ჰონორარი 4999 ლარია, აუф, ეს რა მომხდარა? არ გრცხვენია მაინც, ამხელა აყლაყუდა კაცს??? ასე როგორ დაეცი და დამდაბლდი?
Mikheil Saakashvili 🤮🤮გულწრფელად მეცოდები, მარტო, ვინმე ბორჩხაძე, რომ შეგრჩა, ჭკუის დამრიგებლად🤪🤪🤪😂😂😂😂
და ბოლოს- აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავ!

ხათუნა ჟორდანია❤️

banner
წინა სტატიაშიტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაპატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე