ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები არ წყდება, პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალა კიდევ ერთხელ გამოიყენა

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეების მთავრობის გადადგომას ითხოვენ, უკვე რამდენიმე კვირაა არ წყდება. ერთ-ერთი ბოლო ინციდენტი შამ-შუი პოს რაიონში მოხდა, სადაც მომიტინგეები სატირულ წარმოდგენას მართავდნენ. ამ ფორმით მომიტინგეები პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას აპროტესტებდნენ. აქციის დროს ასობით დემონსტრანტმა ლაზერის სხივი პოლიციის განყოფილების შენობისკენ მიმართა. საპასუხოდ კი სამართალდამცავებმა რამდენჯერმე გამოიყენეს ცრემლსადენი აირი. არიან დაშავებულებიც.

მედიასაშუალებებში გავრცელებულ ვიდეომასალები, სადაც ჩანს პროტესტის დროს აქციის მონაწილეებმა პოლიციელზე თავდასხმა და ხელკეტის წართმევას როგორ დააპირეს. პოლიციელმა საპასუხოდ მათ იარაღიდან ესროლა და გაფანტა თავდამსხმელი ჯგუფი. ინციდენტი მოჰყვა ფაქტს, როდესაც პოლიციელი აკავებდა ერთერთ დემონსტრანტს საჯარო თავშეყრის ადგილას – ის გაქცევას ცდილობდა – პოლიციელმა ხელკეტის დახმარებით დემონსტრანტი ძირს დააგდო და დააკავა, ამ დროს ამ დემონსტრანტის ,,დასაცავად’’ აქციის სხვა მონაწილეები მივიდნენ და თავდასხმა დაიწყეს პოლიციელზე.

ჰონკონგის პოლიციის ოფიციალური პირების მიერ არაერთხელ იქნა განცხადება გაკეთებული, რომ თუ ქალაქში დემონსტრანტები ძალადობრივად არ მოიქცევიან და პოლიციას არ დაესხმებიან თავს, მაგ შემთხვევაში პოლიცია არ გამოიყენებდა ძალას, ხოლო ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების საპასუხოდ პოლიციაც გამოიყენებს ძალას.

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები მარტში მას შემდეგ დაიწყო, რაც ოფიციალურმა პეკინმა ჰონგ-კონგიდან ჩინეთის დანარჩენ ტერიტორიაზე პატიმართა ექსტრადირების შესახებ კანონი მიიღო. ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი 1997 წლამდე დიდი ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა, რომელიც ჩინეთს იმ პირობით გადაეცა, რომ პეკინი მის შიდა საქმეებში არ ჩაერეოდა.

 

https://www.facebook.com/watch/?v=2225235071105866

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – როგორი შიდა გადანაცვლებაც არ უნდა მოხდეს დღეს ხელისუფლებაში, ამ გუნდს არ გააჩნია რესურსი, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ
შემდეგი სტატია