Honda-მ 4,5 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო

Honda-მ 4,5 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამო

Honda-მ 4,5 მილიონი ავტომობილი უკან გაიწვია უსაფრთხოების ბალიშების გაუმართაობის გამოიაპონურმა საავტომობილო ფირმამ Honda 4,5 მილიონი მანქანა გამოიწვია გაუმართავი უსაფრთხოების ბალიშების გამო. პრობლემა, როგორც იტყობინებიან, Takata-ს ფირმის ბალიშებია, რომლის გამოც უკვე გამოიწვიეს მანქანები ისეთმა ფირმებმა როგორიცაა Toyota Motor Corp., Nissan Motor Co., Honda და General Motors.სპეციალისტების თქმით, Takata-ს ბალიშები იშვიათად აქტიურდება, დარტყმისას კი მეტალის ფრაგმენტები ცვივა.
არსებული მონაცემებით ეს დეფექტი უკვე მინიმუმ 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. გუშინ ანალოგიური მოხდა ნისანის მარკის მანქანაზე, მაგრამ საბედნიერდო არავინ დაშავებულა.
ჰონდას განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს არ ეხებათ.
რამდენიმე დღის წინ Hyundai-მაც 140 ათასი მანქანა გამიწვია უსაფრთხოების ღვედის დეფექტის გამო.
ორი თვის წინ Takata-მ აღიარა რომ 34 მილიონი მანქანის ბალიში უვარგისი იყო.
2008 წლიდან ჰონდამ ბაზრიდან 24,5 მილიონი მანქანა გამიწვია რომ ბალიშები შეეცვალა.

Takata, როგორც ავტოკომპანიები ამბობენ, ყველა გამოწვეულ მანქანაზე პასუხისმგებლობას იღებს.

banner
წინა სტატიაშიქართული სპეცსამსახურები შსს-ს გამოეყო
შემდეგი სტატიაე.წ. სამხრეთ ოსეთის შსს-მ საქართველოდან იარაღით მომარაგება უარყო