ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა

ჰოლანდიის რეფერენდუმის შედეგები გამოქვეყნდა

hollandრეფერენდუმი, რომელიც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას შეეხებოდა, გუშინ ჩატარდა ჰოლანდიაში. დღეს ბიულეტენების 100% დათვლილია.
რეფერენდუმის შედეგებით, ჰოლანდიელების უმეტესობა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რეტიფიცირების წინააღმდეგია – 61%-მა თქვა „არა“, 38,1% – „კი“, ბიულეტენების 0,8% გაუქმდა.
რეფერენდუმზე ამომრჩევლის აქტივობამ 32,2% შეადგინა, მინიმალური ზღვარი 30% იყო.
6 აპრილს ნიდერლანდების პრემიერმა მარკ რიუტტემ განაცხადა, რომ მთავრობა იძულებული გახდება რეფერენდუმის შედეგები გაითვალისწინოს იმ შემთხვევაში, თუკი ის ჩატარდება.
რამდენიმე დღის წინ კი პრემიერმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირისათვის მზად არ არის, ამიტომ ქვეყანა ჰოლანდიისგან მხარდაჭერას ვერ მიიღებს.
რეფერენდუმს სარეკომენდაციო ხასიათი ქონდა.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პაპავა თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გიორგი კვერენჩხილაძის შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი საარჩევნო სიებში სავარაუდოდ არ იქნება