ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მარკ რიუტტემ განაცხადა, რომ 6 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ ქვეყანას არ შეუძლია უკრაინა-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესი გააგრძელოს – ამის შესახებ მან “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე დაწერა.
მისი თქმით, ეს მოხდება, თუკი რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ისეთივე დარჩება, როგორც წინასწარ არის ცნობილი. “ეს ჩემი პოლიტიკური აზრია… მეტი დასკვნებისათვის, მეტი სიზუსტე გვჭირდება” – განაცხადა პრემიერმა.
რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები 12 აპრილს გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ დღეს უკვე გახდა ცნობილი, რომ გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმზე, ჰოლანდიელების 60%-ზე მეტმა უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებას უარი უთხრა.