ჰოლანდიელმა პრემიერმა უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი წაართვა

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე!

უკრაინა არასდროს არ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რიუტტემ ინტერნეტ პორტალ NU.nl-სთან საუბარში განაცხადა.
„ვთვლით, რომ უკრაინას კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს როგორც ევროპასთან, ასევე რუსეთთან. შეუძლებელია უკრაინის ევროკავშირის წევრობა“ – თქვა მთავრობის მეთაურმა. რიუტტემ ასევე გაიხსენა, რომ „რუსეთის ისტორია კიევში იღებს სათავეებს“.
ამასთანავე, პრემიერმა დაამატა, რომ მისი განცხადება არ უნდა გაიგონ როგორც მოსკოვის პოზიციის გამაგრება უკრაინის შესახებ.
„უკრაინის აღმოსავლეთით განვითარებული მოვლენების, ყირიმის რუსეთთან მიერთების გამო, უკრაინა, სავარაუდოდ, ურთიერთობებს ვერ დაალაგებს“ – განაცხადა რიუტტემ.
მიმდინარე მომენტში ნიდერლანდები ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც უკრაინის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ მოახდინა. 6 აპრილს ქვეყანაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდება. პლებისციტების შედეგებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი ექნება.

banner
წინა სტატიაშივიეტნამის პარლამენტს თავისი ისტორიის მანძილზე პირველად უხელმძღვანელებს ქალი
შემდეგი სტატიამსგავსი ქმედებები მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ