ჰოლანდიაში უცნობმა გაჩერებაზე სროლა ატეხა

ჰოლანდიის ქალაქ უტრეხში, უცნობმა ტრამვაის ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა – ქალაქის პოლიციამ გაავრცელა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 10.45 წუთზე მოხდა ტრამვაის გაჩერებაზე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს. ახლა შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურები არიან, გამოფრენილია სამი ვეტმფრენი – “ბიბისი” წერს.
ანტიტერორისტული სამსახური პოლიციასთან ერთად მომხდარს სწავლობს. ქალაქში მოძრაობა დროებით შეჩერებულია. დამნაშავემ მიმალვა შეძლო. დანაშაულის მოტივი უცნობია.

banner
წინა სტატიაშიეს იქნება კანონი, რომელიც წაართმევს მომავალს თქვენს შვილებს, თორემ მე ისედაც უშვილო ვარ
შემდეგი სტატიაფოთის სანიჩბოსნო ბაზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება