ჰოლანდია რუსულ სპეცსამსახურებს МН-17-ის ფაილების მოპარვის მცდელობაში და კიბერშეტევაში სდებს ბრალს

ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის მიერ ორგანზიებული კიბერშეტევა აღკვეთა. რუსეთის ელჩი უკვე დაიბარა ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
13 აპრილს ნიდერლანდების სამხედრო დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის გენშტაბის მთავარი სამმართველოს (ე.წ. “გრუ”) მიერ ორგანზიებული კიბერშეტევა აღკვეთა, რომელიც მიმართული იყო ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისკენ – ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა ანკ ბეილეველდმა პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. იმავე დღეს დააკავეს დიპლომატიური პასპორტების მქონე რუსეთის ოთხი მოქალაქე, რომლებიც, ნიდერლანდების მტკიცებით, “გრუს” თანამშრომლები არიან. ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასა და სოლსბერიში ყოფილი რუსი ოფიცერის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გამოძიებაში მონაწილეობა.

ჰოლანდიური კონტრდაზვერვის მონაცემებით, ოპერაციის შესასრულებლად რუსებმა საკუთარი მანქანა კომპიუტერული სიგნალების დამჭერ მობილურ ცენტრად გადააკეთეს.
მანქანის საბარგულში იდო ტრანფორმატორი და რამდენიმე ელემენტი. მანქანის სალონში – ძლიერი კომპიუტერი, ანტენა და სმარტფონი 4g სიბ ბარათით. ჰაკერები იმ ადამიანების პაროლების დაჭერას ცდილობდნენ, რომლებიც უახლოეს ქსელში შედიოდნენ. ანტენა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შტაბ-ბინისკენ იყო მიმართული.როგორც კი მოწყობილობა ამოქმედდა, ჰოლანდიის სპეცსამსახურებმა მანქანაში მყოფი ადამიანების დაკავების ოპერაცია დაიწყეს. ამავე დროს, ერთ-ერთი რუსი მის ხელთ არსებული მობილური ტელეფონის განადგურებას შეეცადა.
ერთ-ერთი ეჭვმიტანილიდან ამოიღეს ნოუთბუქი, რომელიც ანკ ბეილეველდის თქმით, მალაიზიაშიც იყო გამოყენებული, რომ MH-17-ის კატასტროფის ფაილებამდე წვდომა მიეღო.
“ჩვეულებრივ, ჩვენ მსგავსი ოპერაციის დეტალებს არ ვასაჯაროვებთ” – ჰოლანდიელმა მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ახლა ნიდერლანდები ამ ნაბიჯზე წავიდნენ იმიტომ, რომ რუსებს გააგებინონ, რომ “დროა მსგავსი ოპერაციები შეწყვიტონ”.

პრეს-კონფერენციაზე დაკავებული რუსების ფოტოები აჩვენეს, ასევე, დაასახელეს მათი ვინაობა: ალექსეი მორენეცი, ევგენი სერებრიაკოვი, ოლეგ სოტნიკოვი და ალექსეი მინინი. ჰოლანდიის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ოთხივე მათგანი “გრუს” მე-5 მთავარი ცენტრის თანამშრომელია.
პრეს-კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იმავე სამხედრო ნაწილის თანამშრომლებმა განახორციელეს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროს ქსელებზე თავდასხმა, სკრიპალების მოწამვლიდან რამდენიმე ხანში.

ერთ-ერთ დაკავცებულს ტაქსის ქვითარი აღმოაჩნდა ნესვიჟსკის გადასახვევიდან, სადაც “გრუ” მდებარეობს, შერემეტევოს აეროპორტამდე. კომპანია Be Taxi-მ ქვითრის ნამდვილობა დაადასტურა. გარდა ამისა, ერთ-ერთი მობილური ტელეფონი გააქტიურებული იყო “გრუს” შენობასთან.
ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს მიერ ნახსენები პირებიდან, მინიმუმ ორი “გრუსთან” ახლოს ცხოვრობდა, როგორც “ბიბისის” კორესპონდენტმა გაარკვია, ალექსეი მინინის რეგისტრაციის მისამართი “კონსერვატორიისას” ემთხვევა – ასე ეძახიიან არაფორმალურად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აკადემიას, სადაც სამხედრო დაზვერვას და სამხედრო ატაშეებს ამზადებენ.
ცენტრ “დოსიეს” ინფორმაციით, 2000 წლების შუა პერიოდში ამ აკადემიაში სწავლობდა ანატოლი ჩეგიპა (იგივე რუსლან ბოშიროვი), რომელიც სკრიპალების საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია.
ალექსეი მორინეცი კი დარეგისტრირებული იყო რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს უნივერსიტეტში, იქვე მდებარეობს სამხედრო ნაწილი, რომელსაც აშშ-ს მთავრობა 2016 წელს დემოკრატიული პარტიის ფაილების გატეხვაში სდებს ბრალს.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთი უპასუხისმგებლოდ იქცევა და ცდილობს საერთაშორისო ნორმები დაარღვიოს. ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა, ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერმა და ევროკავშირის დიპმისიის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნიდერლანდების ბრალდებას რუსეთის მიმართ “ჯაშუშომანია” უწოდა და უარყო კიბერშეტევებში მონაწილეობა.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევით, გამოკითხულთა 13,2% დავით ბაქრაძეს, 13% – გრიგოლ ვაშაძეს და 10,2% – სალომე ზურაბიშვილს უჭერს მხარს
შემდეგი სტატიაგლდანის №18 დაწესებულებაში პატიმარი გარდაიცვალა