ჰოლანდია ალბანეთისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას ითხოვს

ნიდერლანდების პარლამენტმა კენჭი უყარა გადაწყვეტილებას, რომელიც მთავრობას ავალდებულებს ბრიუსელს მიმართოს მოთხოვნით, ალბანეთს სავიზო რეჟიმი აღუდგინონ, რომელიც 2010 წლიდან არის გაუქმებული -ამის შესახებ ინფორმაციას  ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ასევე, დეპუტატები აცხადებენ, რომ შეუძლებელია ქვეყანაში ალბანურ კრიმინალურ დაჯგუფებებს ებრძოლონ.

2010 წელს ჰოლანდიაში დანაშაულის ჩადენის ფაქტზე 100 ალბანელი იხდიდა სასჯელს, 2016 წელს – 720, 2017 წელს კი – 440. კანონმდებლების თქმით, ალბანური კრიმინალური ჯგუფები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობასა და ფულის გათეთრების საქმეში.

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ნიდერლანდელი დეპუტატების გადაწყვეტილების შესახებ ისინი ინფორმირებულები არიან, თუმცა, მათ, ჯერჯერობით, საკითხის განხილვის ოფიციალური მოთხოვნა არ მიუღიათ. დეკემბერში ევროკომისიამ ბალკანეთის ქვეყნების შესახებ, რომელთაც უვიზო რეჟიმი აქვთ, მოხსენება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ყველა მათგანი, მათ შორის, ალბანეთი, უვიზო რეჟიმის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

banner
წინა სტატიაშიიტალიაში ორი სავარაუდო ტერორისტი დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაყაზბეგის მუნიციპალიტეტის მხრიდან მომავალი სამგზავრო ავტობუსი უკვე თბილისის მიმართულებით გადაადგილდებიან