ჰოჯესი – ის, რაც ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას არ ეხმარება

თადარიგის გენერლისა და ევროპაში ამერიკის არმიის ყოფილი მთავარსარდლის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, ის, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი ძალა გამოიყენა ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინააღმდეგ, ისე გამოიყურება, როგორც უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი. ამ თემაზე მან “ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორივე მხარემ გადადგას ნაბიჯი და სიტუაციას კონტროლიდან გასვლის საშუალება არ მისცეს.

“ის, რაც ამ ბოლო დღეებში მოხდა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეს არ ეხმარება. ისედაც ბევრი ქვეყანაა ისეთი, რომელიც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ამ ყველაფრით, საქმე ურთულდება შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს, რომლებიც ჩვენს ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას უჭერენ მხარს”, – თქვა ბენ ჰოჯესმა.

ჰოჯესი ფიქრობს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სიფრთხილეს გამოიჩენს მეგობარი ქვეყნების მიმართ სანქციების დაწესების მხრივ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ ამ ვალდებულებას კანონი დააკისრებს ან როცა სხვა გამოსავალი არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია – შარლ მიშელმა გვითხრა თუ არა, შევიდეთ პარლამენტში ?
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – შარლ მიშელი შეეცადა, თავისი ვიზიტით ბიძგი მიეცა მოლაპარაკების პროცესისთვის