ჰოჯესი: აშშ-ის ადმინისტრაცია დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონით

აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი აჩვენებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონით, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, ბენ ჰოჯესმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი არის გზავნილი საქართველოს მხარდაჭერის.

„აშშ-ის თავდაცვის მდივანი რომ ჩადის ვიზიტით საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში აჩვენებს ინტერესს, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას აქვს შავი ზღვის რეგიონის მიმართ. ამავე დროს ეს ვიზიტი საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის გზავნილია. წარმოგიდგენიათ, რამდენ ქვეყანას სურს, უმასპინძლოს აშშ-ის თავდაცვის მდივანს. ამავე დროს, ველოდები, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანი, როგორც ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, საქართველოში ლიბერალური და დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობაზე ისაუბრებს და გაახმიანებს იმ მოლოდინს, რომელიც აშშ-ს აქვს მის პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში დემოკრატიის კუთხით“, – განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ლლოიდ ოსტინი საქართველოს მომდევნო კვირაში ეწვევა. ის ასევე ჩავა ვიზიტით უკრაინასა და რუმინეთში, რის შემდეგაც ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ადამიანის უფლებების საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარს მიშელ ბაშელეს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: შეგვეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ და სიყვარულით, გონივრული მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი კეთილდღეობის განმტკიცება