ჰო მართლა! იქნებ გამოფხიზლდეთ და რეალობა გაიაზროთ, რამეთუ Брежнева больше нет!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 17:56

ჰო მართლა! იქნებ გამოფხიზლდეთ და რეალობა გაიაზროთ, რამეთუ Брежнева больше нет!

საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი და მოსაყდრის ასისტენტი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ურცხვად და სარკასტულად ქილიკობს ექსპერტებსა და თეოლოგებზე, რომელთაც უკრაინის ავტოკეფალურ ეკლესიაზე (თავად დეკანოზი, ამ ეკლესიას მხოლოდ “ახალ სტრუქტურად” იხსენიებს) არასაპატრიარქოსეული პოზიციები აქვთ. მისი თქმით მისი თქმით: “ეგრეთ წოდებული თეოლოგები და ექსპერტები მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში საუბრობენ საკითხზე, რადგან კანონიკისა და სულიერების მათ არ ესმით. არცერთ მათგანს თეოლოგიური ნაშრომები არ აქვთ და მათი არ დაიჯერებაო”.

ამ უტიფრულ და ცინიკურ განცხადებაზე, მინდა ვკითხო ამ სიტყვების ავტორს შემდეგი:
1. თავად ვინ ხართ და რას წარმოადგენთ თქვენი კომპეტენციით, კვალიფიკაციითა და სპეციალობით (გარდა იმისა რომ ლევან ვასაძის ახლობელი ხართ), რომ თქვენი ირწმუნონ და თქვენგან განსჯილი დაიწუნონ ან შეაფასონ? რა სტატუსი და რესურსი გალაპარაკებთ ასე რაფინირებულად და იმპერატიულად?
2. კვლავაც “კათოლიკოს-პატრიარქის მემკვიდრედ” მიიჩნევთ მოსაყდრე შიოს? (ყველამ მოისმინა თქვენი ერთ-ერთი სატელევიზიო ინტერვიუ ამ თემაზე) თუ თაროდან ჩამოიღეთ მართვა-გამგეობის დამტვერილი დებულება და წაიკითხეთ და გაერკვიეთ, რომ პატრიარქობა არჩევითი თანამდებობაა და არა მემკვიდრეობითი?
3. ძალიან გვაინტერესებს რა ნაშრომებს ფლობს თქვენი ზემდგომი მოსაყდრე შიო კანონიკაში, რომ მისი პოზიციები გავიაზროთ? თეკლათის დედათა მონასტერზე რომ ბროშურა გამოსცა, იქ მსოფლიო და ადგილობრივ კრებათა დადგენილებებზეც წერია რამე და არ ვიცით?
4. თუკი თქვენთვის ჭეშმარიტების საზომი “თეოლოგიური წიგნების გამოცემაა”, გვაინტერესებს ამ კუთხით რა ნაშრომები აქვს კათოლიკოს-პატრიარქ ილიას (რომელიც სამეცნიერო-აკადემიური ხარისხით დოქტორიც კი არ არის. P.S. – არაფერი პირადული, მხოლოდ ფაქტები)?
5. და რაკი არც კათალიკოს-პატრიარქს და არც წმინდა სინოდის მღვდელმთავართა 90 %- არავითარი თეოლოგიური კვლევა არ აქვს, შემთხვევით, ირიბად, მათ პოზიციებს არაკვალიფიციურად ხომ არ მოიაზრებთ?
6. რაკი თქვენსავით გავლენიან ბიზნესმენები და მთელი საპატრიარქოს აპარატი არ გვაფინანსებს, (რის გამოც ვერანაირ კვლევას ვერ გამოვცემთ, რადგან ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება), ამიტომ ფიქრობთ რომ თვითმარქვიები და უცოდინრები ვართ?
7. თუკი ასეთი უვიცები და უცოდინრები ვართ, რაღატომ დაშვრებით და გავეშებული წუხდებით ხოლმე ჩვენი განცხადებების გაქარწყლების გზაზე?
8. ყოვლადუწმინდესი ბართლომეოსი ცნობილი კანონოლოგი და მრავალი წიგნის ავტორია ამ დარგში და თქვენი გადასახედიდან საინტერესოა რა გამოდის? ისიც ეგრეთ წოდებული თვითმარქვია და “პოლიტიკურ ჭრილში” მოღვაწე ღვთისმეტყველია?
9. იქნებ აღიაროთ, რომ თქვენ არც შეფასების კრიტერიუმები და სტანტარტები გაქვთ და არც სათანადო ღირსება (ინტელექტუალური), რომ დიდაქტიკური პოზით არბიტრის როლი მოირგოთ, თუნდაც თქვენს “მაღალრეიტინგულ” ტელეგომპანია ერთსულოვნებაზე.
10. ასე, რომ გირჩევთ – კატას ნუ გამოთხრით, იყავით თქვენთვის და სულიერად მშობლიურ ენაზე რომ გითხრათ: Оставайтесь на том, что у вас ест!

ჰო მართლა! იქნებ გამოფხიზლდეთ და რეალობა გაიაზროთ, რამეთუ Брежнева больше нет!

გიორგი ტიგინაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 23, 2019 17:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics