“ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე” – ჭიჭინაძე ჟურნალისტებს

ჟურნალისტებს მოგიწოდებთ, ჰკითხეთ ირაკლი კობახიძეს, რატომ მოახდევინეს მას ბოდიშები უმრავლესობის სხდომაზე – ეს განცხადება დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ჭიჭინაძემ კობახიძეს ფლიდი და უვარგისი უწოდა და აღნიშნა, რომ კობახიძე მომავალშიც კიდევ ბევრჯერ მოიხდის ბოდიშს.

როგორც დავით ჭიჭინაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სოციალურ ქსელში ვრცელდება სიბინძურე, რაც მისივე შეფასებით, არის „ქართული ოცნების“ სახე. დეპუტატი მომხდარს სასამართლოს გარშემო მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.

„სოციალური ქსელებით გავრცელდა სიბინძურე, რაც მიანიშნებს, რომ რაც აქამდე ხდებოდა და დაუსჯელი გახდა, იძლევა საშუალებას, რომ ანგარიშები ასეთი ბინძური ფორმით ასწორონ. ეს საეჭვოდ დაემთხვა მიქაუტაძის წარდგენას. უმრავლესობის სხდომაზე გაჟღერდა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნები, სანამ არ მოხდება კრიტერიუმებზე შეთანხმება. პარლამენტის თავმჯდომარეს ჰგონია, რომ ის მარტოა პარლამენტში და ყველა სხვა ადამიანი არის ღილაკზე თითის მიმჭერი. გყავდეს ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე, არის სირცხვილი“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაში“ღიმილით გაგცემთ პასუხს” – იზორია მის შესაძლო შეცვლაზე
შემდეგი სტატია2020 წელს მე-11 და მე-12 კლასელებისთვის სკოლის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება