ჰყავთ თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, ანგარიშში საერთოდ საუბარი არ არის – ირაკლი აბესაძე სუს-ის ანგარიშზე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2019 12:53

ჰყავთ თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, ანგარიშში საერთოდ საუბარი არ არის – ირაკლი აბესაძე სუს-ის ანგარიშზე

„ჰყავს თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, რუსეთის პირველ რიგში, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საერთოდ საუბარი არ არის,“ – ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ გააკეთა.

ირაკლი აბესაძე სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშს ეხმაურება, რომელსაც გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტში ამ წუთებში წარადგენს. აბესაძის თქმით, საკმაოდ ბევრი კითხვაა, რაზეც პასუხი არ აქვს საზოგადოებას.

ირაკლი აბესაძე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რეალურ პრობლემას არ ებრძვის.

„პანკისის მოვლენებმაც დაგვანახა, რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლო და გულგრილი დამოკიდებულებით პრობლემებისადმი შეიძლება შეიქმნას ძალიან მძიმე გამოწვევა უსაფრთხოებისადმი, რაც ცალკეულ ადგილებში დესტაბილიზაციას გულისხმობს, რაც თავად სუს-ის ანგარიშში უცხოეთის სპეცსამსახურების ერთ-ერთ ამოცანადაც კი არის მითითებული და ამის საწინააღმდეგო რა ღონისძიებებს ატარებს სუს-ი, ჰყავს თუ არა გამოვლენილი უცხოეთის სპეცსამსახურების აგენტები, რუსეთის პირველ რიგში, რომლებიც ცდილობენ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას, საერთოდ საუბარი არ არის და ინფორმაცია არავის არ აქვს. ასევე რა თქმა უნდა, სერიოზული პრობლემაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, სადაც მხოლოდ და მხოლოდ ფასადური რეაგირებით შემოიფარგლება სუს-ი და რეალურად ქვეყანაში გამეფებული ტოტალური კორუფციის, მინისტრების, დეპუტატების, ივანიშვილის გარემოცვის შესახებ ფაქტობრივად არანაირი რეაგირება არ ხდება,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 22, 2019 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


10,373
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics