ჰიზერ ნაუერტი – საქართველომაც გააძევა ერთი რუსი ჯაშუში

ამერიკელები შესაძლებელია დაყოვნდნენ ავღანეთში

 

შშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერ ნაუერტმა 29 მარტს გვიან თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ელჩის სპეციალური განცხადება გაავრცელა. როგორც ნაუერტმა აღნიშნა ის ჯონ ჰანსმენს ტელეფონით ესაუბრა. განცხადება  რუსეთში აშშ-ს საკონსულოს დახურვას და 60 ამერიკელი დიპლომატის გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას ეხებოდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა 60 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნის დატოვება იმდენად მოკლე ვადაში მოსთხოვა, რომ “ეს მოწმობს, რომ რუსეთს დიალოგი არ აინტერესებს. რუსეთის პასუხს არა აქვს ახსნა. ჩვენი მოქმედება გამოწვეული იყო გაერთიანებულ სამეფოზე თავდასხმიდან, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქესა და მის ქალიშვილზე მოხდა. შეგახსენებთ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მშვიდობიან დროს ნერვულ-პარალიტიკური აგენტი “ნოვიჩოკი” გამოიყენეს”  – აღნიშნულია განცხადებაში.

ნაუერტმა თქვა, რომ ბრიტანეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში მხარი დაუჭირეს თავისმა მოკავშირეებმა და რომ “ერთ-ერთი ასეთი ბოლო ქვეყანა საქართველოა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის რუსეთის მეზობელია, საქართველომ დღეს დააანონსა ერთი რუსეთის ჯაშუშის გაძევების შესახებ. ამდაგვარად, სულ 28 ქვეყნიდან 153 რუსეთის აგენტს გააძევებენ” – განაცხადა  ჰიზერ ნაუერტმა.
მანამდე აშშ-მ, ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი დიპლომატების გაძევებას გამართლება არა აქვს და არ ღირს რუსეთი ისე მოიქცეს, თითქოს მსხვერპლია, ამიტომ, ვაშინგტონი უფლებას იტოვებს საპასუხო ზომები მიიღოს.

უშიშროების ვიცე-პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ლონდონთან ახლოს, სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლული 4 მარტს იპოვეს.

 

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის პრეზდენტი ას-სისი ახალი ვადით აირჩიეს
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი – ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე პროცესს თუ გადავხედავთ, პრაქტიკულად, წინასაომარ ვითარებაში ვართ