“ჰიუმან რაითს ვოჩის” ანგარიში: “ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოების განადგურება და კრიტიკული მედიის გაჩუმება უნდა”

“ქართულ ოცნებას” სამოქალაქო საზოგადოების განადგურება და კრიტიკული მედიის გაჩუმება უნდა – ასე მოხვდა ივანიშვილის გუნდი “ჰიუმან რაითს ვოჩის” ანგარიშში, სადაც ოცნების ორ წლიანი პოლიტიკაა დეტალურადაა აღწერილი.

გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს აღწერს, ამბობს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა 2025 წელს მკვეთრად გაუარესდა. უფლებადამცველები მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და პოლიციის მხრიდან უპრეცედენტო ძალადობაზე წერენ.

“ქართული ოცნება” ადამიანის უფლებების დარღვევას არ აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ მიუკერძოებელმა ორგანიზაციამ დემონსტრანტებზე ძალადობისა და რეპრესიების ფაქტები დოკუმენტირებულად დაასაბუთა. უპრეცედენტო რეპრესიებს, სამართალდამცველების მხრიდან ძალადობას, აქციების დარბევასა და რეპრესიულ კანონებს ევროინტეგრაციის შეჩერება მოჰყვა. ორგანიზაცია წერს, რომ ახლა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ფორმალობაა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” თსუ-ისა და სტუ-ის გაერთიანებაზე უარის თქმას არც კი განიხილავს
შემდეგი სტატიამარკო მიჰკელსონი: “საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ”