ჰიტლერის და ებრაელი გოგონას ფოტოს აუქციონზე გაყიდიან

ჰიტლერის და ებრაელი გოგონას ფოტოს აუქციონზე გაყიდიან. ფოტო 1933 წელს არის გადაღებული. ადოლფ ჰიტლერმა და როზა ბერნილ ნიენაუმ ერთმანეთი ჰიტლერის დაბადების დღეზე გაიცნეს. აღმოჩნდა, რომ იმავე დღეს ჰქონდა როზასაც დაბადების დღე. მათი მეგობრობა თითქმის ხუთი წელი გრძელდებოდა. ზუსტად, მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე. ერთი დღით ადრე ჰიტლერის ადმინისტრაცია დაუკავშირდა გოგონას მშობლებს და მათ უბრძანა, მიმოწერა შეეწყვიტათ. ხუთი წლის მანძილზე მათ ერთმანეთს დაახლოებით 17 წერილი მისწერეს.

ფოტო გადაღებულია სამხედრო ფოტოგრაფ ჰენრიხ ჰოფმანის მიერ. ვარაუდობენ, რომ ის 10 ათას დოლარად გაიყიდება.
“ძვირფას და ტაქტიან როზა ნიენაუს ადოლფ ჰიტლერისგან. მიუნხენი. 16 ივნისი, 1933 წელი” – აწერია ფოტოს, რომელიც ჰიტლერმა როზას გაუგზავნა. როზა ჰიტლერთან შეხვედრიდან ზუსტად ათ წელში, 17 წლის ასაკში, 1943 წელს მიუნხენის საამადმყოფოში პოლიომიელიტით გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიუიშვიათესი ვარდისფერი ბრილიანტი რეკორდულ 50 მილიონ დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაისრაელის თავდაცვის მინისტრი ჰამასთან სამშვიდობო შეთანხმების გამო გადადგა