ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს – აბაშიძე რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრაზე საუბრობს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთ-საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა ჩეხეთში განხილვის ერთ-ერთი საკითხი იყო და ამბობს, რომ შეხვედრა ამ ეტაპზე ჰიპოთეზის დონეზეა

“თეორიულად შესაძლებელია, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ თუკი ასეთი შეხვედრა შედგება, ადრე თუ გვიან საჭირო იქნება ნამდვილად, ამ შეხვედრაზე უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს განხილული ის საკითხები, რაც ყველაზე აქტუალურია ჩვენთვის და კონფლიქტურ რეგიონებთან არის დაკავშირებული, თუნდაც მცირე ნაბიჯი უნდა გადაიდგას წინ ამ თვალსაზრისით და რა თქმა უნდა ასეთ შეხვედრას თუკი ჩატარდება ძალიან დეტალური მომზადება დასჭირდება. ჰიპოთეზის დონეზეა ჯერ, თეორიულად ვამბობ შეიძლება შედგეს. ვინ როგორ სად, ეს ყველაფერი თუკი დაიწყება ამ შეხვედრის მომზადება, იქნება გასარკვევი,”-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძისგან განსხვავებულ განცხადებას აკეთებს ლავროვის მოადგილე. გრიგორი კარასინმა ორი დღის წინ პრაღაში განაცხადა, რომ რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრისთვის რუსული მხარე უკვე ემზადება და დღის წესრიგზეც მუშაობს.

banner
წინა სტატიაშივანო მერაბიშვილმა ღამე საავადმყოფოში გაატარა
შემდეგი სტატიათანასწორობის მოძრაობის ოფისი ამ დრომდე დაკეტილია – მიზეზად ძალადობის საფრთხე სახელდება