ჰიმალაიში 16 წლის წინ დაკარგული ალპინისტების ცხედრები აღმოაჩინეს

ჰიმალაიამერიკელი ალპინისტების ალექს ლოვისა და დევიდ ბრიჯესის ცხედრები, მათი გარდაცვალებიდან 16 წლის შემდეგ აღმოაჩინეს ჰიმალაის მთებში.
1999 წელს ლოვე და ოპერატორი ბრიჯესი, რომელიც სპორტსმენის შიშაბანგმაზე ასვლას იღებდა, რომელიც 8 ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს, ზვავის გამო დაიღუპნენ.
გასულ კვირას მათი ცხედრები ორმა აპლინისტმა აღმოაჩინა. ალექს ლოვეს ინტერნეტ გვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, ცხედრების ვინაობა აღჭურვილობით და ტანსაცმლით იქნა დადგენილი.
40 წლის ლოვე თავის თაობაში ერთ-ერთ ბრწყინვალე სპორტსმენად ითვლებოდა. ის ცნობილი იყო იმით, რომ სხვა სპორტსმენების სიცოცხლე ბევრჯერ გადაარჩინა. ამასთანავე, პოპულარობა მოუტანა იმანაც, რომ მთაზე ასვლის ვიდეოებს ყოველთვის აქვეყნებდა ინტერნეტში. ის და 29 წლის ბრიჯესი ახლო მეგობრები იყვნენ და მთებში ხშირად ერთად დადიოდნენ.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ბინ ლადენის დაჭერის ტვიტ-ტრანსლაციის გამო გააკრიტიკეს
შემდეგი სტატიატრამპმა ჩინეთს აშშ-ს ეკონომიკის „გაუპატიურებაში“ დასდო ბრალი