ჰილარი კლინტონის შემცვლელი სავარაუდო კანდიდატები

3იმ შემთხვევისთვის, თუკი დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი, ჰილარი კლინტონი საარჩევნო მარათონზე უარს იტყვის, მას შეცვლიან -წერს The Telegraph-ი.
სავარაუდოდ, კანდიდატები იქნებიან ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ან პრაიმერიზზე დამარცხებული ვერმონტის შტატის სენატორი ბერნი სანდერსი.
როგორც გამოცემა მიუთითებს, გადაწყვეტილება დემოკრატების პარტიულ სხდომაზე იქნება მიღებული მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ჰილარი კლინტონი თვითონ განაცხადებს ამის შესახებ.

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს -ინფორმაცია  კლინტონის მკურნალმა ექიმმა ლიზა ბერდაკმა გაავრცელა.
ექიმის თქმით, კლინტონს მანამდეც ჰქონდა ხველა, რომელიც ალერგია ეგონათ. 9 სექტემბერს, იმის გამო, რომ სიმპტომი გახანგრძლივდა, მან გამოკვლევა ჩაიტარა და მისი დიაგნოზი პნევმონიაა. პრეზიდენტობის კანდიდატს ანტიბიოტიკები დაენიშნა. მას, ასევე გრაფიკის შეცვლის და დასვენების რეკომენდაცია მიეცა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ კლინტონი, 11 სექტემბრის მსხვერპლთა მოსახსენიებლად გამართული ცერემონიისას, მოულოდნელად ცუდად გახდა. მან დამოუკიდებლად ვერ შეძლო მანქანამდე მისვლა. გზაში ფეხსაცმელიც კი დაკარგა. მისი ცუდად გახდომა გადაღლილობით  ახსნეს.

დღესვე, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, ოპონენტ ჰილარი კლინტონის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, საკუთარ შტაბს რაიმე სახის კომენტარის გაკეთება აუკრძალა.

banner
წინა სტატიაში(video) პაატა ბურჭულაძემ ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებებს უპასუხა
შემდეგი სტატიაუშიშროების საბჭოს მდივნის პოსტს სავარაუდოდ ვანო მაჭავარიანი დაიკავებს