ჰილარი კლინტონი უფრო დამაჯერებელი იყო, ვიდრე დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატების, ჰილარი კლინტონისა და დონალდ ტრამპის ტელედებატებში, დემოკრატი კანდიდატი გაცილებით დამაჯერებელი იყო, ვიდრე რესპუბლკელი მილიარდელი – დამკვირვებლები ამბობენ. მათი თქმით, დონალდ ტრამპმა ვერ გამოიყენა სათანადოდ კლინტონის ელექტრონულ ფოსტასთან დაკავშირებული შემთხვევა და მას მხოლოდ რამდენიმე წინადადებით შეეხო.

14483749_1794040554214277_2137435262_n

თავის მხრივ, ჰილარი კლინტონმა შეძლო ტრამპის პროვოკაციებს არ წამოგებოდა და თანმიმდევრულად დაელაგებინა საკუთარი არგუმენტები.”ჰილარი დასაწყისიდანვე დომინირებდა. მან შეძლო ის, რაც ვერ შეძლეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმა რესპუბლიკური პარტიიდან: არ წამოგებოდა პროვოკაციას და თანმიმდევრულად წარმოედგინა არგუმენტები” – წერს “ბიბისის” კორესპონდენტი კიმ გატსი.
დღეს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მისი გამოსვლა დემოკრატ ჰილარი კლინტონთან ტელედებატებში, შესანიშნავი იყო.
თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მილიარდელმა მედიის გამოკითხვის შედეგები მოიყვანა. ჟურნალი Time-ის ცნობით, ამერიკელების 59% ტრამპს თვლის გამარჯვებულად, 41% დარწმუნებულია, რომ დებატებში უფრო დამაჯერებელი იყო ჰილარი კლინტონი. CNBC და Drudge Report-ის აზრით, ტრამპმა დებატებში ამერიკელების 61% და 80% მხარდამჭერა მიიღო.
ამასთანავე, ტრამპმა დაამატა, რომ “სიენენის” გამოკითხვის შედეგები არ უნახავს, რომლის მაყურებლები, ძირითადად, დემოკარტები არიან.
“სიენენის” მონაცემებით, ჰილარი კლინტონის გამოსვლა მაყურებლების 62%-ს მოეწონა, ტრამპის კი 27%-ს.
გუშინ გამართულ დებატებში, კანდიდატები ისეთ თემებს შეეხნენ, როგორიც არის ეროვნული ეკონომიკა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უსაფრთხოება, იარაღი, აშშ-ს ატომური შეიარაღება და სხვა.

banner
წინა სტატიაშისამი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებულ დავით ბეჭვაიას უვადო პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიათურქეთმა დაზვერვის ათობით თანამშრომელი გაანთავისუფლა