ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე “დემოკრატების” ერთადერთი კანდიდატია

კლინტონმა ტრამპს ისლამური სახელმწიფოს

ჰილარი კლინტონი პრეზიდენტის პოსტზე დემოკრატების ერთადერთი კანდიდატია. მისი მეტოქე ბერნი სანდერსი საარჩევნო მარათონს გამოეთიშა და ყოფილ სახელმწიფო მდივანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბერნი სანდერსი ჰილარი კლინტონის სააგიტაციო კამპანიასაც დაესწრო და მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ კლინტონი პრეზიდენტობის საუკეთესო კანდიდატია.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი აპირებს ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა ნატოს ევროპული ძალების ყოფილ მთავარსარდალს, ჯეიმს სტავრიდისს შესთავაზოს.

საბოლოიდ, ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს დემოკრატების ყრილობამდე დაასახელებენ, რომელიც 25-28 ივლისს, ფილადელფიაში ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიავარია ქუთაისში – მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა
შემდეგი სტატიაოთარ დანელია : სადაც ჩემი რესურსი იქნება აუცილებელი, მე იქ დავდგები