ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია

ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება ხდება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა სტუდენტის კითხვის პასუხად განაცხადა, რა საგარეო პოლიტიკური მექანიზმი მიაჩნია ყველაზე ეფექტიანი საქართველოსთვის რუსულ რბილ ძალასთან გასამკლავებლად.

„ქართული გადმოსახედიდან ცოტა რთულია ამაზე საუბარი. რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ასე ვთქვათ, სამხედრო დოქტრინაზე გააკეთოს აქცენტი. ჰიბრიდული ომის წარმოება, ეს არის რუსული გეგმები და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, სადაც რუსეთის მოსახლეობის პრაქტიკულად ზომბირება ხდება, არასწორი მიმართულებით წაყვანა ხდება, გერმანიაშიც ვრცელდება ცრუ და არასწორი ინფორმაცია“, – განაცხადა ანგელა მერკლემა.

მისი შეფასებით, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო საშუალება არის საგნობრივად მიდგომა საკითხისადმი.

ამასთან, მისი თქმით, გერმანიაში მთავრობას არ აქვს საინფორმაციო მონოპოლია, გერმანული მედია არის თავისუფალი და მრავალმხრივი.

„ჩვენ, როგორც მთავრობას არ გვაქვს საინფორმაციო მონოპოლია. გერმანიაში მედია არის თავისუფალი და მრავალმხრივი. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი არის ფაქტები, ფაქტებზე ყურადღების გამახვილება, ხაზგასმა იმისა, რა არის მცდარი. ძალიან ხშირად ჭორები ვრცელდება, ძალიან ხშირად ხდება ამაზე ადეკვატური რეაგირება და ორთაბრძოლის მოგება, მაგრამ არ უნდა გაატარო, გარკვეული არგუმენტები უნდა წამოაყენო, უნდა გააბათილო, უნდა დაასაბუთო, სწორი ინფორმაცია გაავრცელო საპირწონედ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

მისი შეფასებით, პრიორიტეტი არის დამოუკიდებელი მასმედია, ფაქტები, მაქსიმალურად აქცენტი ამაზე და ჭორების მაქსიმალურად გაბათილება.

banner
წინა სტატიაშიმერკელის შეშფოთების საგანია, რომ საქართველოში სიღარიბე იზრდება
შემდეგი სტატიაროგორ შეიძლება საქართველოთი ევროპის დაშინება