11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 13, 2026
banner

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშს ისრაელში, ერთი ადამიანი ემსხვერპლა

BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, ლიბანიდან სარაკეტო იერიშის განხორციელების შედეგად, ორ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, რის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

„ლიბანიდან ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ მდებარე თემის მიმართულებით რაკეტის გაშვება დაფიქსირდა. არის ზიანი და არიან დაჭრილები“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ მათი სამიზნე ისრაელელი ჯარისკაცები იყვნენ.

banner
წინა სტატიაშიკატარში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიაირანში აცხადებენ, რომ თუ აშშ ირანის ელექტროსადგურებს თავს დაესხმება, რეგიონში აშშ-ის ინფრასტრუქტურა თეირანის სამიზნე გახდება