12.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

„ჰეზბოლას“ ლიდერი: როდესაც მტერთან მოლაპარაკებები ცეცხლის ქვეშ არის შემოთავაზებული, ეს კაპიტულაციის თავს მოხვევაა

„ჰეზბოლას“ ლიდერი ნაიმ ქასემი აცხადებს, რომ ისრაელთან ცეცხლის ქვეშ მოლაპარაკება ლიბანისთვის „კაპიტულაციის“ ტოლფასი იქნება. ის მოუწოდებს მთავრობას, გააუქმოს აკრძალვა დაჯგუფების სამხედრო საქმიანობაზე.

„როდესაც მტერთან მოლაპარაკებები ცეცხლის ქვეშ არის შემოთავაზებული, ეს კაპიტულაციის თავს მოხვევაა“, — აცხადებს ქასემი და უარყოფს ლიბანის პრეზიდენტის ინიციატივას პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ „მტერთან, რომელსაც ჩვენი მიწა აქვს ოკუპირებული და ყოველდღიურ თავდასხმებს ახორციელებს“.

ქასემი ლიბანელ ხალხს „ეროვნული ერთიანობისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ ამის მიღწევა შესაძლებელია მთავრობის მიერ იმ გადაწყვეტილების გაუქმებით, რომელიც „ჰეზბოლას“ სამხედრო აქტივობას კრძალავს.

ლიბანის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება 2 მარტს, მას შემდეგ მიიღო, რაც „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები განახორციელა. ეს იყო პირველი შემთხვევა 2024 წლის ნოემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, რასაც ლიბანზე ისრაელის მასშტაბური საჰაერო იერიშები მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“თვალში ხომ არ გეპატარავებით?”- დაპირისპირება მიხეილ სააკაშვილსა და მოსამართლეს შორის
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე: პროკურორი არის ადამიანი, რომელიც მეუბნება: რა “პონტში” დამასანქცირე, უნდა ჩაგვსვა ციხეშიო