„ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა პირობას დებს, რომ გააგრძელებს ბრძოლას ისრაელის წინააღმდეგ. ამის შესახებ ნასრალამ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა.
„ჩვენი სამხრეთ ფრონტი აგრძელებს მტერზე ზეწოლას ადამიანურ, მატერიალურ, სამხედრო და ეკონომიკურ დონეზე”,-ამბობს ნასრალა.
მისი თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უკვე წააგო ეს ომი, და ისრაელის რაფაჰში შეჭრა ვერ შეცვლის ამ მოცემულობას.
„ბრძოლიდან ხუთი თვის შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ვერ შეძლო რაიმე გამარჯვების პერფომანსი წარმოედგინა. „ჰამასი“ არ დამარცხებულა და ახლაც შეუძლია, მოლაპარაკებებზე საკუთარი პირობები წამოაყენოს”,-განაცხადა ნასრალამ.
„ჰეზბოლას“ ლიდერმა ასევე დაგმო აშშ-ის პოზიცია ისრაელი-ღაზის ომის მიმართ და მას თვალთმაქცური უწოდა. “
„არ ვფიქრობ,დედამიწაზე ვინმეს სჯერა, რომ ბაიდენს არ შეუძლია ღაზაში ომის შეჩერება“,-აღნიშნა ნასრალამ.
მისი განცხადებით, „ბაიდენი ამ ომს შეაჩერებს ისრაელისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტით და იმ შემთხვევაში, თუ ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ხელს არ შეუშლის“.