18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

“ჰეზბოლას” დრონით თავდასხმა ისრაელის არტილერიაზე – დაჭრილია 12 ჯარისკაცი

დღეს დილით, ლიბანის მხრიდან გაშვებული დრონი ისრაელის თავდაცვის ძალების საარტილერიო პოზიციას, შომერას დასახლებასთან ახლოს დაესხა თავს. თავდასხმის შედეგად საარტილერიო ჭურვების გადამტან მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ტერიტორიაზე არსებული ჭურვების აფეთქება გამოიწვია.

IDF-ის ინფორმაციით, დაჭრილია 12 ჯარისკაცი. მათგან ორის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, დანარჩენების მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია.

“ჰეზბოლა“ ბოლო კვირების განმავლობაში სამხრეთ ლიბანში დისლოცირებულ ჯარებზე თავდასხმისას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით მართულ დრონებს არაერთხელ იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიასეს-მა ქობულეთში, ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოში კრიტიკული შეუსაბამობები აღმოაჩინა