24.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 20, 2026
banner

“ჰეზბოლას” 70 ობიექტი განადგურებულია -ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მასშტაბური იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, გასული დღის განმავლობაში სამხრეთ ლიბანში, ბინტ-ჯბეილის რაიონში, „ჰეზბოლას“ კუთვნილი დაახლოებით 70 სამხედრო ობიექტი განადგურდა.

აღნიშნულ იერიშამდე ერთი დღით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ამ მხარეში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრის განადგურების ზღვარზეა.დღეს დილით ისრაელის სამხედროებმა ლიბანიდან გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატი გადაჭერეს. დრონი ისრაელის სამხედრო-საზღვაო ძალების ეკიპაჟებმა ჩამოაგდეს.

IDF-ის ინფორმაციით, საზღვაო ქვედანაყოფებმა კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე 40-მდე თავდაცვით ოპერაციაში მიიღეს მონაწილეობა ქვეყნის ცის დასაცავად.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აბასთუმნის თავზე თვითმფრინავებისთვის ცა იკეტება
შემდეგი სტატიაისრაელი ლიბანთან მოლაპარაკებებს აანონსებს