“ჰეზბოლა” ომში ჩართვას აპირებს, აშშ-ის რეაქცია ასეთია: “ეს ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი იდეაა…”

ვრცელდება დაჯგუფება “ჰეზბოლას” გენერალური მდივნის ნაიმ ყასემის მიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ “ჰეზბოლა” ნეიტრალური არ იქნება:

„ირანის მტკიცე პოზიცია არ გვათავისუფლებს ირანის გვერდით დგომისა და მისთვის ყველანაირი მხარდაჭერის გაწევის პასუხისმგებლობისგან. ჩვენ არ ვართ ნეიტრალურები და შესაბამისად ვიმოქმედებთ“.

შეგახსენებთ, აშშ-მა უკვე გაგზავნა ლიბანში თავისი ოფიციალური წარმომადგენელი, რომელიც ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და განუცხადა, რომ თუ “ჰეზბოლა” დაპირისპირებაში ჩართვას დააპირებს, აშშ ამას პირდაპირ მუქარად აღიქვამს და ოპერაციის მსვლელობაში ჩაერთვება. აშშ-ის წარმომადგენელმა ლიბანს განუცხადა, რომ “ჰეზბოლას” ჩართვა ამ კონფლიქტში “ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იქნება”.

banner
წინა სტატიაში“ელოდეთ ჩვენს დაბრუნებას, ჩვენ არ ვპატიობთ” – “ანონიმუსი” “ქართულ ოცნებას” მიმართავს
შემდეგი სტატიაისრაელის ქალაქ ბეერ-შევაში ირანის ბალისტიკური რაკეტა ჩამოვარდა