გამოცემა Israel Hayom-ის ინფორმაციით, კაბინეტის სხდომაზე ისრაელის მაღალჩინოსნებმა „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობების შესახებ შეფასებები გააკეთეს:
ისრაელის გენშტაბის უფროსის, ეიალ ზამირის თქმით, „ჰეზბოლას“ ელიტარული ქვედანაყოფი „რადვანი“ ბრძოლის ველზე იმაზე სუსტი აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
„თუ რამემ გაგვაკვირვა, ეს მათი დაბალი მოტივაცია და საბრძოლო დონეა“, — აღნიშნა მან.
პრემიერ-მინისტრი განრისხებულია იმ გენერლების განცხადებებზე, რომლებიც ამბობენ, რომ „ჰეზბოლას“ სრული განიარაღება არარეალურია. ნეთანიაჰუ მოითხოვს ბრძოლის გაგრძელებას მიუხედავად ვაშინგტონსა და თეირანს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისა.
თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ მიზანი ლიბანის სამხრეთის სრული დემილიტარიზაციაა. მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე აღარ დარჩება ისრაელის მიმართ მტრულად განწყობილი მოსახლეობა, მათ შორის არც სამოქალაქო პირი.















