11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

“ჰეზბოლა” გაეროს სამშვიდობო მისიას ეფარება”- ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა ლიბანის საკითხებში გაეროს სპეციალურ კოორდინატორს, ჯენინ ჰენის-პლასხარტს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა აშშ-ის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და მისი დარღვევის ფაქტები იყო.

საარის განცხადებით, „ჰეზბოლა“ თავის მებრძოლებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას განზრახ ათავსებს გაეროს სამშვიდობო მისიის პოზიციებთან ახლოს, რათა გაეროს სამშვიდობოების ყოფნა ისრაელზე თავდასხმებისთვის გამოიყენოს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გასულ თვეში ირანის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის შემდეგ, „ჰეზბოლამ“ ისრაელისკენ დაახლოებით 10 000 რაკეტა, დრონი და ჭურვი გაისროლა

საარის თქმით, ეს ქმედებები უპირველეს ყოვლისა თავად ლიბანის სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და რეგიონში სტაბილურობის დამყარებას უშლის ხელს.

გიდეონ საარმა მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობასა და ლიბანის მთავრობას, გადადგან ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის ეკონომიკური ზომები, რათა „ჰეზბოლას“ გავლენები შეიზღუდოს და შეწყდეს გაეროს მისიის საფარქვეშ მოქმედების პრაქტიკა.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ირანის მინისტრს უთხრა, რომ მოსკოვი ყველაფერს გააკეთებს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დასამყარებლად
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის