14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მის მებრძოლებს თითი სასხლეტზე აქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს

„ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ მის მებრძოლებს თითი სასხლეტზე აქვთ იმ შემთხვევისთვის, თუ ისრაელი ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაარღვევს.

„ამ მოჯაჰიდებს [მებრძოლები] თითები სასხლეტზე ექნებათ და მზად იქნებიან მტრის ღალატისგან თავის დასაცავად“, – აღნიშნულია „ჰეზბოლას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა. რამდენიმე საათში ლიბანის არმიამ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაარღვევაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშიმასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
შემდეგი სტატიაიმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში – ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება