კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებამ გამოიწვია 50 ათასი ჰექტარის ფართობის დატბორვა. ეს ისლანდიის ტყის ფართობს უდრის“. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა სოციალურ ქსელში დაწერა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მხოლოდ კახოვკის წყალსაცავში დაღუპული თევზის წონა 100 000 ტონას შეადგენს. ასევე დნეპრს შავი ზღვისკენ 150 ტონა ნავთობი მიაქვს.
„ბულგარეთში და თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე დაღუპულ დელფინებს პოულობენ. 150 ასეთი ფაქტი დაფიქსირდა. ასევე არ არის გამორიცხული შავ ზღვაში ის ცხოველები აღმოაჩინონ, რომლებიც დატბორილ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. “ – წერს ერმაკი.
რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი 6 ივნისს ააფეთქეს. ექსპერტების აზრით, ასე რუსული ძალები უკრაინელთა კონტრშეტევის ტემპების შენელებას ცდილობდნენ.