აშშ-ის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ევროპაში განთავსებული ჯარისკაცების ნაწილი დასავლეთ ნახევარსფეროში გადაიყვანოს ან სამშობლოში ახალ ბაზაზე დაბრუნოს.
The Hill-ის ცნობით, პენტაგონის ხელმძღვანელმა გადაწყვეტილების მიზეზად ლათინურ ამერიკაში ნარკოკარტელებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაფართოება დაასახელა. აშშ სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა ეკვადორი, ჰონდურასი, გვატემალა, პანამა და ვენესუელა.
ჰეგსეტმა ხაზი გაუსვა, რომ ვაშინგტონის ახალი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ევროპელი მოკავშირეებისგან საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი პასუხისმგებლობისა და ფინანსური ტვირთის აღებას ითხოვს — პოზიცია, რომელსაც პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც აქტიურად უჭერს მხარს.
აშშ-ს სამხრეთ ამერიკაში მსხვილი სამხედრო ბაზები არ აქვს, თუმცა პენტაგონმა ლათინურ ამერიკაში ნარკოტრაფიკინგის წინააღმდეგ ოპერაციები მნიშვნელოვნად გაააქტიურა და კარიბის ზღვასა თუ წყნარ ოკეანეში ეჭვმიტანილ გემებზე ათობით დარტყმა უკვე განახორციელა.








