ჰეროინის გასაღების ბრალდებით ქვემო ქართლში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების
უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1965 წელს დაბადებული რ.კ.
მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ჩატარებული
საკონტროლო შესყიდვების დროს, რ.კ.-სგან ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი
ამოიღეს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების
ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით
მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპაკისტანში “თალიბანის” “სულიერი მამა” მოკლეს
შემდეგი სტატიარკინიგზის გომი-აგარას გადასარბენზე მატარებელი მამაკაცს დაეჯახა