ჰერმანმა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი აცხადებს, რომ ბრიუსელის მეტროსადგურით, სადაც აფეთქება მოხდა, წლების განმავლობაში, აქტიურად გადაადგილდებოდა. .

 

ჰერმანმა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობელი ვართ იმ განცხადებების გამო, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა, პრემიერმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პარტიამ გააკეთა. მადლობელი ვართ, ყველა მათი სიტყვის გამო. ასევე მადლობელი ვართ იმ სიმპათიის გამო, რაც ქართველებმა, ქართულმა საზოგადოებამ გამოხატა”, – განაცხადა ელჩმა.
შეგახსენებთ, ბრიუსელში მომხდარ ტერორისტულ აქტებს სულ 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 200-მდე ადამიანი დაშავდა. აფეთქებები ბრიუსელის აეროპორტსა და მეტროს სადგურში მოხდა.
ცნობისათვის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ახალგაზრდებმა ბელგიისადმი სოლიდარობის ნიშნად, აქცია გამართეს. მათ თანაგრძნობა გამოხატეს ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ოჯახებისადმი.
banner
წინა სტატიაშიგოგირდის აბანოები იხურება
შემდეგი სტატიათბილისის მერია მშობლებს მოუწოდებს, ”კონკრეტული პირების მიერ პოლიტიკურად მართულ პროცესებში” ნუ ჩაერთვებიან