ჰერმანი: ველოდები ეუთოს ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის იანოშ ჰერმანის განცხადებით, არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო-ს ანგარიშს დაელოდება. ამის შესახებ ჰერმანმა არჩევნების მეორე ტურის შეფასებისას ისაუბრა.

მისი თქმით, არჩევნების შესახებ დღეს, მოგვიანებით განცხადებას თავადაც გამოაქვეყნებს.

„მეც ველოდები ეუთო-ს ანგარიშს არჩევნებთან დაკავშირებით. ევროპის პარლამენტის წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა დაკვირვების პროცესში. ასე რომ, დაველოდები ამ შეფასებას და ეუთო-ს ანგარიშის გამოქვეყნებას. დღეს, მოგვიანებით კი მეც გამოვაქვეყნებ განცხადებას ევროკავშირის შეფასებით“, – აღნიშნა იანოშ ჰერმანმა.

გუშინ, საქართველოს მასშტაბით 50 საარჩევნო ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართა.

banner
წინა სტატიაში“კალაძე პრეზიდენტი, კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე” – რა მიზნები აქვს ვიცე-პრემიერს?
შემდეგი სტატიაეკა გიგაური : არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა