ჰერჩინსკი ზურაბიშვილზე: ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა

“ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული” – ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი სალომე ზურაბიშვილის ბოლო მოხსენებას პარლამენტში.

“ეს იყო ძალიან შინაარსიანი და უკიდურესად პროევროპული გამოსვლა, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე იყო კრიტიკული მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მიმართ. მან ასევე გამოთქვა კონკრეტული მოსაზრებები ქვეყნის წინსვლისა და არჩევნების შესახებ. ზოგადად მისი გამოსვლა მომეწონა, რადგან ოპტიმისტური იყო და ეს ოპტიმიზმი აუცილებლად გაგვყვება მომდევნო თვეებში,” – ამბობს ჰერჩინსკი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ჩვენ ამ ვითარებაში შედეგად მივიღებთ პარლამენტში ისევ ორ პარტიას რაც ძალიან სამწუხაროა”
შემდეგი სტატიაინჯია ზურაბიშვილს: “უმრავლესობამ აგირჩიათ, არ მოგწონთ? გადადექით”