27.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ჰერჩინსკი: თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს EU-ში გაწევრიანებას, ის პროცედურები უნდა გაიარონ, რაც ყველა სხვამ

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ.

“ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების ეს შესაძლებლობა საქართველოსაც გავუზიარეთ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიული შესაძლებლობა არ დაიკარგება.

ევროკავშირმა 2023 წლის დეკემბერში ერთსულოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომ საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა გაეხსნა. ეს საქართველოს ხელისუფლების ნებას ეფუძნება. მანამდე, ჩვენ წერილი მივიღეთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შესახებ. ეს საქართველოს ხელისუფლების სუვერენული გადაწყვეტილება იყო. გაწევრიანება მკაცრ წესებს ეფუძნება, რომელსაც ჩვენ ყველა კანდიდატის მიმართ ერთნაირად ვიყენებთ. უმოკლესი გზა არ არსებობს. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად განიხილავს გაწევრიანებას, მაშინ მათ ზუსტად ის ნაბიჯები და პროცედურები უნდა გაიარონ, როგორც ყველა სხვამ“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ისივე განმარტებით, გამარჯვების დღესა და ევროპის დღეს შორის შეუსაბამობა არ არსებობს. ამით ელჩმა ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

როგორც ყველამ იცის, ევროკავშირი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე აშენდა. ჩვენ ყველას ღრმა პატივს ვცემთ, ვინც ამ გამარჯვებისთვის სიცოცხლე გასწირა და სწორედ ამიტომ შეიქმნა ევროკავშირი. ევროკავშირის ისტორია საუკეთესო მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს არის ყველაზე წარმატებული მშვიდობის პროექტი ევროპის ისტორიაში“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშირას ამბობს დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი მომავალი პატრიარქის ინტრონიზაციის შესახებ
შემდეგი სტატიალაგოდეხში ქალის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა