ჰერჩინსკი – ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა განსაკუთრებით ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხში, კონკრეტული სამოქმედო გეგმით

ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენ განსაკუთრებულად ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხში, კონკრეტული სამოქმედო გეგმით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება ანგარიში, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება კი, ევროკავშირის წევრმა 27-მა ქვეყანამ უნდა მიიღოს.

„ყველა პრიორიტეტი თანაბრად მნიშვნელოვანია, თუმცა როგორც მოისმინეთ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან, ჯოზეფ ბორელისგან, რომელიც რამდენიმე დღის წინ აქ იმყოფებოდა, ჩვენ განსაკუთრებულად ველოდებით პროგრესს დეოლიგარქიზაციის საკითხში, კონკრეტული სამოქმედო გეგმით, რომელიც მთავრობამ უნდა წარადგინოს სასამართლო რეფორმის, მედიის თავისუფლების შესახებ, რაც მთავარია, მიაღწიოს იმდენად დიდ პროგრესს, რამდენადაც ეს შესაძლებელია ყველა საკითხში.

რამდენიმე კვირა დარჩენილია ანგარიშის გამოქვეყნებამდე. დაახლოებით ოქტომბრის შუა რიცხვებში ველოდებით და როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვი, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროკავშირის ამჟამინდელმა 27-მა წევრმა ქვეყანამ, დეკემბრის ბოლოს უნდა შეიკრიბონ პოლიტიკოსები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები და ერთობლივად გადაწყვიტონ. რას ნიშნავს ეს? რომ ევროკავშირის ყველა წევრისთვის გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიის, რაც რამდენიმე დღის წინ OC Media-მ გააკეთა, არის შარლატანობა
შემდეგი სტატიამიმდინარე სამუშაოების გამო, მიცკევიჩის ქუჩაზე დაწესებულ შეზღუდვაში ცვლილება შევა და მოძრაობა ცალმხრივი გახდება