ჰერჩინსკი: ხელისუფლების მიღებული კანონებით, შეძლებელია საქართველო EU-ს წევრი გახდეს

2022 წლის მარტში საქართველომ ნებაყოფლობით მიმართა ევროკავშირს გაწევრიანების მოთხოვნით. ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ხელი მოაწერა განაცხადის წერილს – 2023 წლის დეკემბერში, წელიწადნახევრის შემდეგ ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ერთხმად გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ოფიციალურად მიენიჭებინათ კანდიდატის სტატუსი.

რას ნიშნავს ეს? რომ ჩვენ გავუღეთ კარი საქართველო იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს რომ მოხდეს, საქართველო თანდათან უნდა გახდეს ერთ-ერთი ჩვენთაგანი და ამისათვის მთავარი წინაპირობაა კანონების, წესებისა და რეგულაციების მიღება, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აქვთ – ამ ისტორიული მომენტიდან, 2023 წლის დეკემბრიდან, სამწუხაროდ, ხელისუფლებამ გადაწყვიტა არ მიიღოს ის კანონები, რომელიც ევროკავშირშია ერთხმადაა მიღებული – მათ გადაწყვიტეს, რომ მიეღოთ კანონები, რომლებიც პირიქით, ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს.

სამწუხაროდ, ე.წ. “გამჭვირვალობის კანონის”, ასევე FARA-ს კანონპროექტი, რომელიც ამერიკული კანონპროექტიდან არის გადმოღებული არაფერ კავშირშია ევროპულ კანონმდებლობასთან.

სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისიამ, რომელიც ევროპის საბჭოს ორგანოა, თავის უახლეს იურიდიულ დასკვნაში, რომელიც 20-ზე მეტ გვერდს მოიცავს, ნათლად განაცხადა, რომ ეს კანონები არა მხოლოდ ეწინააღმდეგება ევროპულ კანონმდებლობას, არამედ ისინი რეალურად ეწინააღმდეგება საქართველოს ვალდებულებებს ევროპის საბჭოს წინაშე.

ეს არის სამწუხარო რეალობა, წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში მრავალი სხვადასხვა კანონი იქნა მიღებული, არა მხოლოდ გამჭვირვალობის შესახებ კანონი, ან “FARA”, არამედ გრანტების შესახებ შესწორებული კანონიც, მაუწყებლობის შესახებ კანონიც და მრავალი სხვა კანონი, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღე შემოდის ან იცვლება ახალი და ახალი კანონებით, რომლებიც ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ვამბობ, მაგრამ როგორც ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა ხმამაღლა და ცხადად განაცხადა გასულ ორშაბათს, ამ კანონებით, საქართველოსთვის შეუძლებელი იქნება ევროკავშირის წევრი გახდეს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ასე ღიად და პირდაპირ ვამბობ.

თქვა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიPOG-მა თამარ ლორთქიფანიძეს ძალადობისა და პოლიციელის მანქანაზე თავდასხმის გამო ბრალი წარუდგინა
შემდეგი სტატიაპოლიციამ აქციის კიდევ ერთი მონაწილე დავით ჭკადუა დააკავა