ჰერჩინსკი – ევროკავშირი მხარს უჭერდა და დაუჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ხერხემალია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა სოციაციის (საია) ახლად გახსნილ ოფისში იმყოფებოდა.

როგორც ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას.

„ახლახან გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, მნიშვნელოვანი დიალოგი საია-სთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს. საია ეხმარება ყველაზე მოწყვლად ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც იურიდიული დახმარება სჭირდებათ. საია ასევე აქტიურია ადგილობრივ საარჩევნო სადამკვირვებლო პროცესში. ევროკავშირი მხარს ვუჭერდით და დავუჭერთ საია-ს და საქართველოში ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, რადგან აქტიური სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხერხემალია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილს დაბარებული ჰყავდა როგორც კობახიძე, ასევე ღარიბაშვილი და ორივეს გამოუცხადა, „ეს რა შარში გამხვიეთო“
შემდეგი სტატიაჰერჩინსკი – ღრმა მწუხარებით უნდა გითხრათ, რომ საქართველოსთან ურთიერთობაში ურთულეს პერიოდს გავდივართ