ჰერჩინსკი – ევროკავშირი გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას

ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით.

„ახალი კანონზე ჩვენ ვნახეთ ომბუდსმენის პოზიცია, რომელმაც გამოხატა საკუთარი მოსაზრება ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. რისი თქმაც მე შემიძლია, არის ის, რომ როგორც ევროკავშირი, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვისკენაც არ უნდა იყოს მიმართული, ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, მაგრამ მეორე მხრივ, ძალიან მკაფიოდ ვუჭერთ მხარს გამოხატვის თავისუფლებასა და შეკრების თავისუფლებას“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპუტინი აცხადებს, რომ ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ხელყუმბარებით ააფეთქეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილმა ევროპელ ლიდერებთან ერთად თემატურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა