ჰერჩინსკი – ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიის ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს

ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დემოკრატიის აყვავებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიის ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს.

„ჩვენთვის დეოლიგარქიზაცია ნიშნავს შესაფერისი გარემოს შექმნას, დემოკრატიის აყვავებისთვის პირობების შექმნას და მდიდარი ბიზნესმენების პოლიტიკურ ცხოვრებაზე გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას. ასე რომ, ჩვენი, ევროპული გადმოსახედიდან, საქმე ეხება არა სახელებს, არამედ დემოკრატიული განვითარების ხელშემწყობ სისტემასა და გარემოს“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – ევროინტეგრაცია უზარმაზარი ამოცანაა და ყველამ თავისი როლი უნდა შეასრულოს
შემდეგი სტატიაData Bootcamp-ის რჩეული მონაწილეები თიბისიში გადიან გადამზადებას