ჰერჩინსკი – ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოების, მედიის მხარდასაჭერად

ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„ევროკავშირ-საქართველოს შორის უსაფრთხოებისა და თავდაცვის თანამშრომლობას რაც შეეხება, სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ლიდერებმა გადაწყვიტეს, გაყინონ ფული, რომელსაც ჩვენ ვიხდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად. მას ჰქვია „ევროპის მშვიდობის ფონდი“. ასე რომ, ამ დროისთვის გაყინულია ის თანხა, 30 მილიონი ევრო, რომლის გადარიცხვას ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, იქნება სხვა ნაბიჯებიც. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის მიმართ შეზღუდული იქნება.

ჩვენ შევეცდებით, ეს პირდაპირი მხარდაჭერა გადავიტანოთ საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ. ამის შესახებ ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა საბჭოს გამართვის შემდეგ გახდა ცნობილი. ჩვენი პირდაპირი მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისადმი ეტაპობრივად შემცირდება და ხელახლა იქნება მიმართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ნამდვილად ვწუხვარ, რომ ეს ახალი პოლიტიკა პირველად შეეხება ჩვენი მხარდაჭერას თავდაცვის სამინისტროს მიმართ და 30 მილიონს, რომლის გაცემასაც ვგეგმავდით საქართველოს თავდაცვის ძალების მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშითეთრ სახლში აცხადებენ, რომ ჯო ბაიდენს პარკინსონის დაავადება არ აქვს
შემდეგი სტატიახვიჩია – ცოტა ხანში ვიქნებით ქვეყანა, რომელთან მეგობრობა სხვა ქვეყნებისთვის უხერხული იქნება