ჰერჩინსკი – ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში.

„ევროკავშირის პოზიცია არის ძალიან მკაფიო. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ყველაფერი რაც ხდება ოკუპირებულ რეგიონებში, უნდა იყოს გადაწყვეტილი საქართველოს მთავრობის მიერ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობის პროექტი ოკუპირებულ აფხაზეთში. ეს სრულიად უკანონო და მიუღებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშიჰერჩინსკი – მოხარული ვარ, რომ ცხრა ნაბიჯის განსახორციელებლად მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საუდის არაბეთის სამეფოში ახლად დანიშნულ ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს შეხვდა