ჰერჩინსკი: ამ მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო EU-ის წევრი ვერასდროს გახდება

მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, კარი გაეღოთ.

მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებთან შორს არიან.

ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია. ევროკავშირი მზად არის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები განაახლოს, თუ მას დემოკრატიული მთავრობა ეყოლება. სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ ამჟამინდელი მმართველი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება,-განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ.

banner
წინა სტატიაშითიბისი კონცეპტის მომხმარებლები გალერია თბილისში თანხის 30% ულიმიტოდ დაიბრუნებენ
შემდეგი სტატიანინო ლომჯარიას ინფორმაციით, საკონსულო აღრიცხვაზე 145 925 ემიგრანტი დარეგისტრირდა