ინფოირმაციას, რომ საქართველომ ევროკავშირს ყულევის პორტთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, მედიასთან ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინკსი ადასტურებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ სანქციების მე-20 პაკეტზე განხილვები გრძელდება. ამ ეტაპზე ერთსულოვნება არ არსებობს. ასევე, შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია გარკვეულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იწვევს. ასევე მივიღეთ გარანტიები, რომ ეს ინფრასტრუქტურა სანქციების გვერდის ასავლელად არ იქნება გამოყენებული. იქნება თუ არა მოწოდებული ინფორმაცია და გარანტიები საკმარისი წევრი სახელმწიფოებისთვის, რათა ეს კონკრეტული ინფრასტრუქტურა არ დაექვემდებაროს სანქციებს, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას“, -განაცხადა პაველ ჰერჩინკიმ.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკომისიას სრული ინფორმაცია მიაწოდეს ყულევთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, ყულევში სანქციების რეჟიმი არ ირღვევა.














