ჰერბერტ ზალბერი ჩვენ სუვერენულ ინტერესებს პირველად არ აზიანებს

ჰერბერტ ზალბერის მიერ გაკეთებული განცხადებები, ევროკავშირის ოფიციალურ პოლიტიკას არ შეესაბამება- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი და ამბობს, რომ ერთადერთი ადეკვატური მოთხოვნა საქართველოს მხრიდან ზელბერისთვის მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტა იქნება.

,,შეგიძლიათ გადახედოთ ზალბერის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის აზიანებს ჩვენი ქვეყნის სუვერენულ ინტერესებს. ყველა ეს შემთხვევა საქართველოს ხელისუფლებამ ადეკვატური რეაგირების გარეშე დატოვა. საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის შედეგად, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა მოხსნილი არის საერთაშორისო დღის წესრიგიდან. აღნიშნულ დიპლომატს მიაჩნია, რომ თავხედურად უნდა გააკეთოს განცხადებები, რომელიც სრულიად არ შეესაბამება ევროკავშირის ოფილციალურ პოლიტიკას. ამიტომ მას არ შეიძლება ჰქონდეს უფლებამოსილება ისაუბროს ევროკავშირის სახელით, მათ შორის ჟენევის მოლაპარაკებებზე. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ერთადერთი ადეკვატური რეაქცია არის – მოთხოვნა მისი მანდატის დაუყოვნებლივ შეწყვეტის და მისი სხვა დიპლომატით ჩანაცვლება. მსგავსი პრეცედენტები არსებობს. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მანდატი უგრძელდება ყოველწლიურად. სწორედ იმიტომ, რომ ეს სენსტიური მანდატია. ძალიან მკაცრად ფასდება მისი მუშაობა. თუ ქართულ მხარეს აქვს შესაძლებლობა მიაწოდოს ევროკავშირს ადეკვატური ინფორმაცია და მოითხოვოს მათგან შესაბამისი რეაქცია, დარწმუნებული ვარ ევროკავშირი ამას გაითვალისწინებს. აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დიპლომატის განცხადებები რეაქციის გარეშე დატოვა. ჩვენ მივედით იქამდე, რომ ის ღიად და აშკარად აკეთებს განცხადებებს, რომლითაც ის პირდაპირ ხელყოფს ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებს და პირდაპირ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“ , – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი და ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდა და ე.წ. არჩევნებში “გამარჯვება” მიულოცა, გუშინ კი ზალბერი გალში იმყოფებოდა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

banner
წინა სტატიაშიხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ გივი ბერიკაშვილის ბიუსტი დაიდგმება
შემდეგი სტატიასაქართველომ და აზერბაიჯანმა „ბაქო – ფოთის“ სარკინიგზო ხაზის კომპლექსური მოდერნიზაციის პროექტის გეგმა“ უნდა დადოს პეკინში