ჰერალდიკის საბჭო: შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა

“შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა”- ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო პარლამენტის წინ ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დახევას ეხმაურება.

 

მათი განცხადებით, გასული დღეების მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სიმბოლოებს.

“დროშა არის განსახიერება, გამოსახულება ღირებულებების, რომლისკენაც ისრწაფვის და რომლისთვისაც ხშირად იბრძვის საზოგადოება. ჰერალდიკის საბჭო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშების, მათ შორის ოკუპანტი ქვეყნის დროშის, საერთაშორისო ორგანიზაციების დროშების აღმართვის და გამოფენის წესის, დაცვისა და ღირსი პატივით მოპყრობის სამართლებრივად განსაზღვრის აუცილებლობას.

აქვე განვმარტავთ, რომ განსაკუთრებით შემაშფოთებელია ევროპის დროშის შებღალვა და მისადმი არაღირსი პატივით მოპყრობა. ევროპის დროშა არ არის ერთი რომელიმე ორგანიზაციის ევროკავშირის ან ევროსაბჭოს წარმომდგენი სიმბოლო. ევროპის დროშა განასახიერებს ევროპულ იდენტობასა და მთლიანობას. ლაჟვარდის ველზე გამოსახული 12 ოქროს ვარსკვლავი ევროპული ერთიანობის, სოლიდარობისა და ჰარმონიის სიმბოლოა”, – წერია განცხადებაში.

 

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ამ ხალხის „რწმენით“ იკვებება და სულდგმულობს ბიძინას ხელისუფლება
შემდეგი სტატიაშსს „თბილისი პრაიდის“ პარალელურად პოლიციის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს